იყალთოში საბავშვო ბაღის შენობის სრული თბო-მოდერნიზაცია ტარდება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით, საბავშვო ბაღის შენობის სრული თბო-მოდერნიზაცია მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი – ,,ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისათვის“ შენობის თბო-მოდერნიზაციასთან ერთად, შენობების გათბობის უზრუნველსაყოფად სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებით განახლებადი ენერგიის მიწოდების ჯაჭვის შექმნას (ვენახის ნასხლავით) ითვალისწინებს.

“პროექტის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 748 695,6 ევროს. მიმდინარე სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – დავით ბეგიაშვილმა და „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი – ია ლუარსაბაშვილი, მერიის თანამშრომლები და კონტრაქტორი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები