ჭალადიდში შიდასასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ საბაჟოში შიდასასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 565 000 ლარს შეადგენს .

“პროექტის შესაბამისად, 1500 მეტრზე დაიგება ასფალტბეტონის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე -მახარე ჩოკორაიამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა – ზაზა ბუკიამ დაათვალიერეს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები