თელავში უსახელო ხევის და გალერეის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

თელავის აეროპორტ “მიმინოს” და სოფელ კურდღელაურის მიმდებარედ არსებული უსახელო ხევის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ჯამში, 300 მეტრის სიგრძის მონაკვეთი ნატანი მასისგან სრულად გაიწმინდება.

“პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 58 190 ლარით ფინანსდება.  ასევე, მიმდინარეობს აეროპორტ “მიმინოს” საფრენი ზოლის ქვეშ არსებული რკინა-ბეტონის დახურული გალერეის გაწმენდითი სამუშაოები.  პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 34 018 ლარით ფინანსდება. აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. ,,ჯემინ ჯორჯია,, ასრულებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები