კახეთში ატმის რეალიზების და სამაცივრე მეურნეობის საკითხი განიხილეს

კახეთში ატმის რეალიზების და სამაცივრე მეურნეობის საკითხი განიხილეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თქმით, წელს ადგილობრივები 35 000 ტონამდე ატმის მოსავალს ელოდებიან და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ ფერმერი არ დაზარალდეს და არცერთი კილო ჩაუბარებელი არ დარჩეს.

“წელს დიდი რაოდენობით ველოდებით ატმის მოსავალს, ეს იქნება დაახლოებით 35 000 ტონაზე მეტი. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, ექსპორტის, შიდა ბაზარზე მიწოდების. წელს მუშაობს 20 სამაცივრე მეურნეობა, როცა 2 წლის წინ მუშაობდა მხოლოდ 2. წელს ჩუმლაყის ტერიტორიაზე განთავსდება ის მანქანები, რომლითაც პროდუქტის ექსპორტზე გატანას აპირებენ”,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

მხარის რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, წელს, ატმის რეალიზება გარკვეული რეგულაციების ფონზე მოხდება.

“კოვიდ- 19 -ის პირობებში, ჩვენ დამატებითი სირთულეები და დამატებითი რეგულაციები დაგვჭირდება, მათ შორის ექსპორტზე გასატანი პროდუქციის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ფერმერებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ატმის რეალიზების პროცესში, უსაფრთხოების მიზნით, სამართალდამცველებიც ჩაერთვებიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები