ვარიანში სასმელი წყლის სისტემის მოწყობაზე 234 234 ლარი დაიხარჯება

გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ვარიანის მეურნეობაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ღირებულება 234 234 ლარია.
პროექტის მიხედვით, რეაბილიტირდება ჭაბურღილი, მოეწყობა საქლორატორო, სადაწნეო კოშკი და მაგისტრალი, რომელიც დააკავშირებს ჭაბურღილს რეზერვუართან და რეზერვუარს არსებულ ქსელთან.
ამ ეტაპზე, ვარიანის მეურნეობაში მცხოვრებ მოსახლეობას გაუმართავი წყალმომარაგების სისტემა ემსახურება, რომელიც 120 ოჯახის სასმელი წყლით მომარაგებას ვერ უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები