აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის წარდგენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა
აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის წარდგენამ ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. რეგლამენტის დარღვევის გამო, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ელგუჯა ბაგრატიონს დარბაზი დაატოვებინა. მანამდე დეპუტატს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს. მისი სავარძელი კი გარემოვაჭრემ დაიკავა. გარემოვაჭრის დარბაზში დასწრება ,,ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა მოითხოვა.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძემ დღეს უმაღლეს საბჭოს ანგარიში ჩააბარა. პარალელურად შენობასთან გარემოვაჭრეების აქცია მიმდინარეობდა. ისინი ღია სივრცეში ტერიტორიის ტანსაცმელის გაყიდვის შესაძლებლობას ითხოვდნენ.