ბაღდათში შიდა ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქალაქ ბაღდათში, შიდა ქუჩების რეაბილიტაცია ხორციელდება.
ამ ეტაპზე, რკინა-ბეტონის საფარის დაგება ჭავჭავაძისა და აღმაშენებლის ქუჩებზე მიმდინარეობს, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენბლო კომპანიები შ.პ.ს. “გი-ანი 2011” და შ.პ.ს. “ბორი 85” ასრულებენ. საგზაო ინფრასტრუქტურასთნ ერთად ბაღდათში მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს კოსტავას ქუჩაზე.
მიმდინარე სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე, საკრებულოს თავმჯდომარემ შალვა მშვილდაძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცვნენ. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.