სოფელ შავშვებთან ავტობომილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც „რეგიონული კვირისთვის“ გახდა ცნობილი, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფმა რამდენიმე პირმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში, სამართალდამცველები მუშაობენ.
როგორც შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, მომხდართან  დაკავშირებით, საქმის გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები