საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელ გზაზე 1 101 000 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. პროექტს, რომლის ღირებულება 1 101 000ლარს შეადგენს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი აფინანსებს.

მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.აღნიშნულ სამუშაოებს 4 მარტიდან ახორციელებს კომპანია „ნიუ როუდი”.
პროექტის მიხედვით, ზემო იმერეთი-რაჭის საავტომობილო გზა გაივლის სარეკს, ქვემო ხევს, უზუნთას, ხარისთვალს, შქმერს, უშოლთას, ბოყვას, კვაშხიეთს, ზუდალს და შეუერთდება ონის უკვე არსებულ საავტომობილო გზას. საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზა საერთო სიგრძით 51,6 კილომეტრი იქნება. პროექტის ფარგლებში 7 ხიდი აშენდება.
აღიშნული პროექტი რეგიონის მცხოვრებლებს დედაქალაქთან კავშირს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს, ვინაიდან საგრძნობლად შემცირდება თბილისიდან რაჭის მიმართულებით გადაადგილების დრო და მანძილი.

ახალი გზა ონიდან 5 კმ-ით, ხოლო ამბროლაურიდან 20 კმ-ით იქნება დაშორებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები