რუსთავში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსთავში, ცხელების ცენტრში 22 წლის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ცხელების ცენტრში განუცხადეს.

მათი თქმით, გოგონა სომხეთიდან ჩამოვიდა და იგი საკარანტინე ზონაში იმყოფებოდა. სიმპტომების გამოვლენის შემდეგ კი ცხელების ცენტრში იქნა გადაყვანილი.

ცნობისთვის, ჯამში, რუსთავში კორონავირუსის 10 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 9 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები