გორში ნაცემი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
გუშინ გვიან ღამით გორში ნაცემი 18 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. როგორც ” რეგიონულ კვირას” კლინიკა “გორმედის” ქსელში განუცხადეს, პაციენტს ფუძის ძვალი აქვს გატეხილი და ამ დრომდე, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით რესტორანი ” ჟოზეფის ” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის გამოძიება სსსკ 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვე პუნქტით დაიწყო.