თერჯოლაში შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხი მუნიციპალიტეტის ხელმძღვალებემა შეაფასეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი მოადგილე მანუჩარ რობაქიძესთან ერთად, გოდოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მერის წარმომადგენელ გურამ ცირეკიძესთან ერთად “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში,ბეტონით მოწყობილი შიდა საუბნო გზის სხვადასხვა მონაკვეთები ხარისხის მონიტორინგის მიზნით დაათვალიერეს.
როგორც ლაშა გოგიაშვილმა აღნიშნა, გოდოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტებიდან ოთხი გზის მოწყობას ითვალისწინებს. სულ კი 13 პროექტი განხორციელდება, რაზეც 54 000 ლარი დაიხარჯება.
დღესვე, ლაშა გოგიაშვილი ნაგარევში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის გალავნის აღსადგენად მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, მოსახლეობის ჩართულობით მიმდინარეობს.
ეკლესიის გალავნის აღსადგენად დახმარებისთვის მერიას თხოვნით ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები