კახეთის 5 მუნიციპალიტეტში კოღოს საწინააღმდეგო საპრევენციო სამუშაოები ჩატარდა
კახეთის რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში კოღოს საწინააღმდეგო საპრევენციო სამუშაოები მიმდინარეობს.
თერმული ნისლითა და ბიოლოგიური პრეპარატით დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის ის წყალსატევები და დაჭაოებული ტეროტირიები დამუშავდა, სადაც კოღოს მასობრივი გავრცელება შეინიშნება.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ტერიტორიების დამუშავება მიზანმიმართულია მწერების პოპულაციისთვის და არცერთი კულტურისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.
„ტერიტორიების ერთგვარი შეწამვლა არ არის არცე ერთი კულტურისთვის და არც ერთი ცოცხალი ორგანიზმისთვის და ადამიანებისთვის საშიში, მხოლოდ და მხოლოდ მიზანმიმართულად ანადგურებს იმ მწერებს,ამ შემთხვევაში კოღოს,რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული დაავადების გამომწვევი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ფართობების დამუშავება საკმაოდ შედეგიანია და კოღოს გავრცელება მინიმუმადეა დაყვანილი.
„კარგი შედეგი გამოიღო შარშანაც და წელსაც ასე იქნება, ხალხი გარეთ ვერ გამოვდიოდით და შეწამვლების შემდეგ, თავისუფლად შეგვიძლია გადაადგილება, მადლობლები ვართ მთავრობის ამ გადაწყვეტილებით“, – აღნიშნა ადგილობრივმა, ალექსანდრე ჭანტურიძემ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს 11 ერთეული სპეციალიზებულმა ტექნიკამ ამ ეტაპზე სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის,გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, ფართობებს თერმული ნისლის ტექნოლოგიით 2 ჰექტარი ტერიტორია დაამუშავა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჯამში 10 ათასი ჰექტარის დამუშავებაა დაგეგმილი.