გორში ავტომობილი დედას და 5 წლის გოგონას დაეჯახა
გორში , კომბინატის დასახლებაში მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა. ინციდენტის შედეგად ქალმა და 5 წლის ბავშვმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “გორმედში” გადაიწყანა.
” შემოყვანილ პაციენტებს დედას და 5 წლის გოგონას აღენიშნებოდათ ექსკორაციები. ამ დროისთვის ორივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაშავებულებს გაეწიათ ამბულატორიული სამედიცინო დახმარებები. რაც შეეხება დედას, სახის არეში აღენიშნება ექსკორაციები, რის გამოც დამატებითი სამედიცინო კვლევები უტარდება”, – უთხრა “რეგიონულ კვირას” მორიგე ექიმმა, ასლან ასლანიშვილმა.
როგორც ” რეგიონულ კვირას ” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.