ტიტე აროშიძე: სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროგრამებით ფერმერები შეუფერხებლად სარგებლობენ.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ ანტიკრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში შესრულებული პროგრამების პრეზენტაცია წარადგინა.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობით,თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ახალსოფლის და შუახევის საჩითილე მეურნეობებეში ჩაითესა კიტრის, პამიდორის ბადრიჯანის, ბულგარულის და ყაბახის 1 300 000 ჩითილი, რომელიც აჭარის ყველა მუნიციპალიტეტეტის ფერმერებს უფასოდ დაურიგდა დღეის მდგომარეობით უკვე გაცემულია 1 მლნ ჩითილი. ერთ ოჯახზე გათვალისწინებული იყო 40-50 ცალი სხვადსხვა ბოსტნეული ჩითილის გაცემა.

ასევე, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ფერმერებს, სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეეძლოთ, პროგრამით, გათვალისწინებულია 2000-ჰა ფართობის მიწის დახვნა. ამ ეტაპზე უკვე დამუშავებულია 1 400 ჰა ფართობი.

საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის პროგარმის ,,ბოსტნეული კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2.5 ჰა ფართობზე 50 ერთეულ 500 მ2 სათბურებში დაირგო 30 000 ცალი (პამიდორი, კითრი, წიწაკა, ბადრიჯანი, ყაბახი) ჩითილი და სხვადასხვა სახეობის მწვანილი.სასათბურე მეურნეობიდან წარმოებული იქნება 23 000 ტონა პროდუქტი. რომელიც რეგიონის მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში უფასოდ დაურიგდება.

ზემოთ აღნიშნული პროგრამების ბიუჯეტი 1 200 000 ლარს შეადგენს.

შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, მინისტრის მრჩეველთა საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები