მარნეულში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული პირები სოფელ კირაჩ-მუღანლოდან არიან. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მარნეულის მერიაში განუცხადეს.
მათი თქმით, დადასტურებული შემთხვევები „წითელი ხიდის“ კლასტერს უკავშირდება . ამ ეტაპზე დაინფიცირებულთა კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.
ცნობისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 25 უკვე გამოჯანმრთელდა.