აჭარაში მოქმედ საგზაო კომპანიებს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პირგასამტეხლოები არ დაეკისრებათ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემსრულებელ კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” აჭარის მთავრობიდან აცნობეს, თორნიკე რიჟვაძემ კომპანიის წარმომადგენლებს ახალი გადაწყვეტილება გააცნო, რომლის თანახმადაც, კომპანიებს, რომლებმაც ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო, ვერ შეძლეს განსაზღვრულ ვადებში შეესრულებინათ სამუშაოები, პირგასამტეხლო არ დაეკისრებათ და სამუშაოების შესასრულებლად დამატებითი ვადა მიეცემათ.

“შეხვედრაზე პანდემიით გამოწვეული შეფერხებების და მათი აღმოფხვრის გზების შესახებაც ისაუბრეს. კომპანიის წარმომადგენლებს რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვა დაევალათ ​. პანდემიით გამოწვეული შეფერხებების მიუხედავად, ინფრასტრუქტურული პროექტები დინამიურად გრძელდება და ვადების დაცვით განხორციელდება “, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები