ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები გამოცდების მობილურით ჩაბარებას ითხოვენ
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია გამართეს. ისინი ფინალური გამოცდების მობილური ტელეფონით ჩაბარებას მოითხოვენ, რის უფლებასაც უნივერსიტეტი არ აძლევთ. ადმინიტრაცია შეზღუდვის მიზეზად ტელეფონით გამოცდის გადაწერის შესაძლებლობას ასახელებს, მათი მოთხოვნაა, ყველა სტუდენტმა კურსის დამამთავრებელი გამოცდა კომპიუტერის საშუალებით ჩააბაროს. აქციის მონაწილეები კი განმარტავენ, რომ მათ არ აქვთ კომპიუტერი და შესაბამისად ონლაინ გამოცდას ვერ დაესწრებიან.
„ადმინიტრაციამ განგვიმარტა, რომ ფინალურ გამოცდებს ტელეფონით ვერ ჩავაბარებთ, თუმრე გადაწერის საფრთხე არსებობს. თუ ვინმეს გადაწერა ენდომება კომპიუტერითაც შესაძლებელია. პრობლემა არის ის, რომ სტუდენტების უმრავლესობა რაიონიდან ვართ და არ გვაქვს კომპიუტერი. მსაგვსი პრობლემის გამო, რამდენიმე სტუდენტმა შუალედური გამოცდა ვერ ჩააბარა. ვითხოვთ მოგვეცეს შესაძლებლობა მობილური ტელეფონებით შევძლოთ გამოცდის ჩაბარება“, – აცხადებენ სტუდენტები.
ახალგაზრდების შენიშვნას არ იზიარებენ ადმინიტრაციაში. უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის შალვა კირთაძის თქმით, კომპიუტერით ჩაბარების დროს მინიმუმადე იქნება დაყვანილი გადაწერის საფრთხე, რაც ტელეფონით ვერ გაკონტროლდება.
„კომპიუტერით ჩაბარების დროს მინიმუმადე იქნება დაყვანილი გადაწერის საფრთხე, რაც ტელეფონით ვერ გაკონტროლდება. მათთვის, ვინც ონლაინ ვერ მოახერხებს ჩაბარებას, ხუთი ივლისიდან უნივერსიტეტში გამოიყოფა სივრცე და ადგილზე შეეძლებათ გამოცდის ჩაბარება“,- აცხადებს კირთაძე.