გორში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გორში , ჭავჭავაძის გამზირის 506 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გორის მერმა – კონსტანტინე თავზარაშვილმა, შიდა ქართლის გუბერნატორთან – გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად დაათვალიერა.
“პროექტი, რომლის ღირებულებაც 429 991 ლარია, ჭავჭავაძის გამზირის აღმაშენებლის გამზირიდან რაზმაძის ქუჩამდე მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ , მგზავრებს გამზირით სარგებლობისას პრობლემები აღარ შეექმნებათ “,- განაცხადეს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მათივე ცნობით, სამუშაოებს კომპანია „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1” აწარმოებს. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოების დასრულების ვადა ივლისში იწურება.