თელავში, ორბელიანის ქუჩაზე ორფენიანი ასფალტის საფარი მოეწყო

თელავში, ორბელიანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, დაზიანებული ქვაფენილის ნაცვლად, 400 მეტრის სიგრძეზე ორფენიანი ასფალტის საფარი მოეწყო.

“პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 93 600 ლარით დაფინანსდა.  სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია “სერპანტინმა” განახორციელა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები