სოფელ გულგულაში შიდა საუბნო გზები მოეწყო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, 913 მეტრის სიგრძის გზაზე ასფალტის საფარი და სანიაღვრე არხი მოეწყო.

“პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 330 464 ლარით დაფინანსდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია “სერპანტინმა” განახორციელა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები