კახეთიდან ლუგარში გაგზავნილი 10 კვლევის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 10 ტესტის პასუხი კოვიდ 19-ზე უარყოფითია.
რეგიონის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ნიმუშების აღება “ცხელების ცენტრებიდან” და საკარანტინე სივრცეებიდან აქტიურად მიმდინარეობს.

“ნიმუშების აღება გრძელდება როგორც კლინიკებიდან, ასევე საკარანტინე ზონებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალის, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარების და მათი მომვლელების, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების, კარანტინში მყოფი პირების და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალის, ასევე საბაჟოს თანამშრომლების”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

რეგიონში ამ დროისთვის 4 საკარანტინე ლოკაციაზე 99 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 1 მოქალაქე რჩება.

კახეთის რეგიონიდან დღემდე ლუგარის ცენტრში 4636 ნიმუშია გაგზავნილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები