ხაშურში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გაცემის მორიგი ეტაპი დაიწყო

ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთათვის განკუთვნილი საკვები პროდუქტების გაცემის მორიგი ეტაპი დაიწყო.
პროდუქტების გაცემის პროცესისთვის ბაღების მზაობა ადგილზე შეამოწმეს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და მერის მოადგილე ზვიად ქურდაძემ.
“პროდუქტს ხაშურის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის ყველა ყველა აღსაზრდელი მიიღებს.
აღსაზრდელების მშობლები სასურსათო პროდუქტებს იმავე ბაღებიდან იღებენ, სადაც მათი შვილები დადიან.
ბაღების აღსაზრდელთა მშობლებს მათივე ჯგუფის აღმზრდელები ინდივიდუალურად უკავშირდებიან და პროდუქტების გაცემის პროცედურას აცნობენ”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში
ხაშურის საბავშვო ბაღების გაერთიანების მმართველის, თათია ბროლიძის ინფორმაციით, პროდუქტების გაცემა საბავშვო ბაღებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის დადგენილი უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები