2020 წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტში 16 კილომეტრი გზა დაიგება
ბაღდათის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბაღდათის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, 2020 წელს მუნიციპალიტეტში 16კმ საავტომობილო რკინა-ბეტონის გზა იგება, ეწყობა სანიაღვრეები, ცხაურები და საყრდენი კედლები.
“ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ როხის ე.წ შემოვლით გზაზე, წითელხევში მეფარიშვილების უბნიდან თეთრ ეკლესიამდე მიასვლელ გზაზე, სოფელ დიმის და პირველი ობჩის დამაკავშირებელ გზაზე. ფერსათისა და შუბანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სოფელ წითელხევის შემოვლით გზაზე. კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება ასევე ქალაქ ბაღდათის ენდელაძის, შანიძის, რუსთაველის, ჭავჭავაძის, ჯავახიშვილის, წმინდა მარიამის, დადიანის და აღმაშენებლის ქუჩებს. ფასადის რეაბილიტაცია უტარდება კოსტავას ქუჩის N2 მრავალსართულიან ბინას. დასრულების ფაზაშია სოფელ დიმის N2 საბავშვო ბაღის მშენებლობა. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგს პერმანენტულად აწარმოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 6 816 543 ლარი დაიხარჯება.