ფოთში, ე.წ. კოკაიას ხეივანთან ტრაილერის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ფოთში, ე.წ. კოკაიას ხეივანთან ტრაილერის მძღოლებმა საპრიტესტო აქცია გამართეს. ტრაილერის მძღოლები იმ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, საზღვრის გადმოკვეთისას, სწრაფი ტესტის გაკეთების შემდეგ, 72 საათში განმეორებითი ტესტის გასაკეთებლად, თავისივე ფინანსური სახსრებით უნდა გამოცხადდნენ საკარანტინე ზონაში.

“საშინელება ხდება. ნახეთ, იმ შემთხვევაში თუ არ გვიწევს საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება, 14 დღით საკარანტინე სივრცეში უნდა დავრჩეთ, რაც დამატებით პრობლემას გვიქმნის და ხარჯებთანაა დაკავშირებული. აუცილებლად უნდა შეიცვალოს ეს რეგულაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტულ საპროტესტო აქციებს და შიმშილობას დავიწყებთ”, – აცხადებენ მძღოლები.

აქციის მონაწილეებს ფოთის მერი გოჩა კურდღელია შეხვდა. მერმა მონაწილეთა მოთხოვნები მოისმინა, თუმცა საკითხის მოგვარების პირობა ჯერ-ჯერობით არ მიუცია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები