დედოფლისწყაროში საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან” 2 პირი დაჭრა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა სოფელ გამარჯვებაში 2 თანასოფლელი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების თქმით, გიორგი ჭინჭარაულს ძმებ ჭინჭარაულებთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც ძმები მას თავს დაესხნენ და საკრებულოს წევრმა დანა თავდაცვის მიზნით გამოიყენა. გავრცელებული ინფორმაციით, ძმები ჭინჭარაულები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედოფლისწყაროს მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, გიორგი ჭინჭარაული დაკავებულია. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეიბს, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 13 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები