თერჯოლაში სანიაღვრე არხები ეწყობა

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თერჯოლის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი მიმდინარე სამუშაოების ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს.
ლაშა გოგიაშვილმა ქვედა სიმონეთში, კერძოდ ბუიღლიშვილები-დათუაძეების უბანში მიმდინარე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ცნობისთვის, აღნიშნულ სამუშაოებს თერჯოლის მუნიციპალიტეტში კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს “საგო” შეასრულებს.
2020 წელს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში თერჯოლის მუნიციპლიტეტში 108 პროექტის განხორციელებისათვის 690 000 ლარია განსაზღვრული. ქვედა სიმონეთის ადმინისტრაციულ ერთეულში კი 6 პროექტისათვის 20 000 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები