რუსთავში გამოკვლეული 4 პირიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა
რუსთავში კორონავირუსი გამოკვლეული 4 პირიდან არცერთს დაუდასტურდა. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას„ რუსთავის “ცხელების ცენტრში” განუცხადეს.
მათი თქმით, 4 პაციენტს კოვიდის საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდათ, თუმცა დილით მიღებული ყველა პასუხი უარყოფითია.
„გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 4 პირის საკვლევი მასალა გავგზავნეთ, დღეს მივიღეთ პასუხი და ყველა უარყოფითია. სავარაუდოდ, დღეს გავგზავნით კიდევ 4 პირის საკვლევ მასალას, რომელთა პასუხებიც ხვალ გახდება ცნობილი“, – თქვეს საავადმყოფოში.
ცნობისთვის, რუსთავში კორონავირუსი ჯამში 9 პირს დაუდასტურდა, ამ დროისთვის ყველა მათგანი უკვე გამოჯანმრთელებულია.