მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ადვოკატი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს დღეს შეხვდებიან. ოჯახის წევრების განმარტებით, ამ შეხვედრიდან გაირკვევა გააგრძელებენ, თუ არა მოშიმშილეები საპროტესტო აქციას.
მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრების მთავარი მოთხოვნა ე.წ ,,კანონიერი ქურდის“ საქართველოში ექსტრადირება ან გათავისუფლებაა. მათი თქმით, მინდია ლავასოღლი საპყრობილეში არაადამიანურ პირობებში იმყოფება და მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში მინდია ლავასოღლის ექსტრადაციის მოთხოვნით საპრიტესტო აქციები 1 ივნისიდან მიმდინარეობს. 15-მდე პირმა იუსტიციის სახლთან კარავი გაშალა და შიმშილობა დაიწყო, ოთხმა კი პირი ამოიკერა. მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი, ე.წ. “ქურდული სამყაროს” წევრობისთვის იძებნებოდა, 2018 წელს თურქეთის რესპუბლიკაში დააკავეს.