თერჯოლაში ადგილობრივების შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად, შიდა-საუბნო გზების რეაბილიტაცია განსაზღვრა.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის N390 განკარგულების მიხედვით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, აღნიშნულ სამუშაოებს თერჯოლის მუნიციპალიტეტში კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს “ჯეო ბილდი” შეასრულებს.
გოდოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის მოწყობა ბროლისქედში, კერძოდ თაბაგრებისა და მაღლაკელიძეების უბანშიც მიმდინარეობს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა გოგიაშვილმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მერის წარმომადგენელ გურამ ცირეკიძესა და დეპუტატ გრიგოლ გიორგაძესთან ერთად დაათვალიერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებისაგან პროექტის ხარისხისა და მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
2020 წელს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში თერჯოლის მუნიციპლიტეტში 108 პროექტის განხორციელებისათვის 690 000 ლარია განსაზღვრული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები