ასპინძაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა
ასპინძის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალაში (ე.წ. ლაშხევი), დაბის ქუჩებსა (ვარძიის I –II ჩიხი) და სოფელ ტოლოშში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო.
როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტი/ბეტონის საფარი. 1894 მეტრის სიგრძის გზას, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,საგზაო სამმართველო N2’’ გააკეთებს.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.