გორში ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში 1982 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავა.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მეუღლეს, 1993 წელს დაბადებულ, დ.ქ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, გარკვეული პერიოდის მანძილზე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ ქვეპუნქტითა და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები