საპროტესტო აქცია რუხში – ადგილობრივები კერძო კომპანიას საძოვრების მითვისებაში ადანაშაულებენ

საოკუპაციო ხაზზე მდებარე სოფელ რუხში, მოსახალეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
ადგილლობრივი მოსახლეობის განცხადებით, 22 ჰექტრამდე მიწა ქვის გადამამუშავებელმა კომპანიამ მიითვისა, შედეგად კი სოფლის მცხოვრებლებმა საძოვრები დაკარგეს.
„ეს იყო მამაპაპისეული საძოვრები, ამიტომაც, ვითხოვთ გვითხრან, ვინ მიჰყიდა კომპანიას ეს მიწები. კომპანიაში გვეუბნებიან, ჩვენ ვიყიდეთ და გვაქვს ამის უფლებაო. თუ საძოვრები არ გვექნა სოფელს, აქ ცხოვრების აზრს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
სოფლის ცენტრში შეკრებილმა მოსახლეობამ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართა, რომ აღნიშნულ კომპანიას ქვა-ღორღის მოპოვების უფლება შეუჩერონ. ამ მოთხოვნით მათ ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოსახლეობის პროტესტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ კომპანიას ამ ეტაპზე ქვა-ღორღის მოპოვების უფლება შეჩერებული აქვს. მისივე განმარტებით, მოლაპარაკებები, როგორც კომპანიასთან, ასევე მოსახლეობასთან, ერთობლივად გაგრძელდება.
„ჩვენ შეხვერდა გქონდა, როგორც მოსახლეობასთან ასევე კომპანიასთან, რომელიც აწარმოებს ქვა-ღორღის მოპოვებას. კომპანია მუშაობს იმ სალიცენზიო ტერიტორიის ფარგლებში, რომელზეც 2017 წელს არის ნებართვა გაცემული და აქ რამე კანონდარღვევას არ აქვს ადგილი. თუმცა მოსახლეობასაც აქვს ლეგიტიმური უფლება პროტესტის, რადგან მათი საძოვრების დაზიანება ხდება ამ ქმედებით. კომპანიას მოვუწოდეთ შეეჩერებინა გარკვეული ვადით სამუშაოები, მანამ, სანამ მოსახლეობასთან საბოლოოდ არ შევჯერდებით ისეთ პირობებზე, რომ არ დაირღრვეს როგორც კომპანიის ინეტრესები ასევე მოსახლეობის ინტერესები ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბუნებრივია“,- განაცხადა გიორგი შენგელიამ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები