კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 185 ტესტის პასუხი “კოვიდ 19”- ზე უარყოფითია

კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 185 ტესტის პასუხი “კოვიდ 19”-ზე უარყოფითია. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ნიმუშების აღება როგორც “ცხელების ცენტრებიდან”, ისე საკარანტინე სივრცეებიდან აქტიურად მიმდინარეობს.

“მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალის, შშმ პირების, მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარების და მათი მომვლელების, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების, კარანტინში მყოფი პირების, კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალისა და საბაჟოს თანამშრომლების ტესიტირება”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

რეგიონში 5 საკარანტინე ლოკაციაზე 176 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 3 პირი რჩება.

კახეთიდან ლუგარის ცენტრში ჯამში 4581 ნიმუშია გაგზავნილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები