ქუთაისის ინფექციური კოვიდისგან გამოჯანმრთელებულმა ერთმა პაციენტმა დატოვა
ქუთაისის ინფექციური კლინიკა, კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. აღნიშნულის შესახებ, „რეგიონულ კვირას“ კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში Covid-19-ის დიაგნოზით ორი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.
„ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე, დღეს, კლინიკა კიდევ ერთმა პაციენტმა დატოვა. ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ორი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას“, – განაცხადა ნადირაძემ.
კლინიკა „ელჯი და კომპანიაში“ მოთავსებული ორი პაციენტიდან ერთი ტრაილერის მძღოლია, რომელსაც რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ხოლო მეორე საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს.
ბოლო მონაცემებით, ქუთაისის ახალი ინფექციური კლინიკიდან ჯამში 41 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა.