დაბა სურამში, ბაიანთხევისა და გვერდისუბნის მოსახლეობას წყლის პრობლემა მოუგვარდება

საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად სამუშაოები აქტიურად გრძელდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მორიგ პროექტს ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში იწყებს. ბაიანთხევისა და გვერდისუბნის დასახლებებისათვის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “ინდივიდ-პარტნიორი” შეასრულებს.
„აღნიშნულ დასახლებებში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემები არ არსებობს, მოსახლეობა წყალს მთის კალთებზე არსებული მცირე დებიტის მქონე წყაროებიდან იღებს. პროექტის დასრულების შემდეგ 1200-მდე ადგილობრივს ათწლეულების განმავლობაში არსებული უწყლობის პრობლემა მოუგვარდება და უწყვეტი, ხარისხიანი წაყლმომარაგება ექნება. პროექტის ფარგლებში აშენდება საქლორატორო და რეზერვუარი, მოეწყობა წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენი და ქსელი, გამრიცხველიანდება 400-მდე ოჯახი“,- აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
უწყების ცნობით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,115,036 ლარით ფინანსდება, სამუშაოები კი მიმდინარე წლის ნომბერში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები