ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოს შპს „საქართველოს მელიორაცია“ კახეთში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
როგორც “რეგიონულ კვირას” უწყებიდან აცნობეს, მიმდინარეობს წყალგამანაწილებელი არხის 9 კმ სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო სხვადასხვა დიამეტრის ფოლადის მილები. ამ დროისთვის, მილხიდების, მონოლითური ბეტონის წყალგამშვები ჭებისა და ღარების საყრდენი ფილების მონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს. ტერიტორია დაფარული იყო მცენარეებითა და ბუჩქნარით, ამორტიზებული არხი წლების მანძილზე არ ფუნქციონირებდა. ტერიტორიის გაწმენდისა და მოწესრიგების პარალელურად, ეწყობა საექსპლუატაციო გზა.
სამუშაოებს გაეცნო შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია. ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხის ახალმოწყობილი მონაკვეთი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დამატებით 325 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მორწყავს. პროექტი დასრულების ეტაპზეა.