ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ სახელმწიფო დროშა დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ სახელმწიფო დროშა დაეშვა.
98 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა. ამ ტრაგიკული დღის აღსანიშნავად, პარლამენტის დადგენილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დღის განმავლობაში დაშვებული იქნება. 25 თებერვალი ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებითაა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები