კურორტ „ლებარდეს“ მიმართულებით გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ტალერი-ლებარდეს საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში 6 კილომეტრიანი მონაკვეთის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაცია მოხდება.პროექტის ღირებულება 3 599 999 ლარს შეადგენს და სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ დაათვალიერა. მისი თქმით, სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები