გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ არბოში ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ არბოში ნიკო ლოურის სახლ-მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტი უკვე დასრულებულია და სამუშაოები  ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყობა ეზო და მუზეუმში მდებარე ბიბლიოთეკაც აღდგება

,,ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას მრავალმხრივი დატვირთვა აქვს. ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს სათანადო ყურადღება მივაქციოთ და თავისი ფუნქცია დავუბრუნოთ. ისეთი საზოგადო მოღვაწის სახლ-მუზეუმს, როგორიც ნიკო ლომოურია, ნამდვილად სათანადო დაფასება სჭირდება. მეორეს მხრივ, კი არბო საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს და პრიორიტეტულია სოფლის გაძლიერება და ხელშეწყობა, ეს იქნება საყოფაცხოვრებო, სპორტის თუ კულტურის ობიექტების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გზით. მუზეუმის რეაბილიტაცია ნამდვილად ხელს შეუწყობს დამთვალიერებლების სიმრავლეს, ახალგაზრდების გააქტიურებასა და სოფლის განვითარებას. ერთობლივი ძალებით უნდა გავუფრთხილდეთ როგორც ჩვენს ისტორიას, ისე ვიზრუნოთ მომავალზე“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები