აჭარული ხაჭაპური წლის კერძად დასახელდა

რესტორნისა და მასპინძლობის სფეროს ამერიკულმა კომპანიამ Af&Co 2019 წლის ტენდენციები გამოაქვეყნა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. Af&Co-მ ქართული საჭმელი წლის სამზარეულოდ, აჭარული ხაჭაპური კი წლის კერძად დაასახელა.

აჭარული ხაჭაპური, წლის კერძად თავისი გემოს, ყველისა და კვერცხის ნაზავის, ასევე ინსტაგრამზე ხშირი პოსტების წყალობით დასახელდა.

ცნობისათვის, af&co ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი საკონსულტაციო კოპმანიაა, რომელიც რესტორნების, საკვებისა და სასმელის, მასპინძლობის მარკეტინგის უმთავრეს ტენდენციებს პერიოდულად ასახელებს.
​შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში Tasteatlas-ის რეიტინგში ხაჭაპური მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის დასახელდა. მსოფლიოს გამორჩეულ კერძებს შორის „ყველიანმა პურმა“ ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები