ახმეტაში ოთხი საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩატარებული ინსპექტირებით, ყვარელწყალის, დუმასტურისა, ხორხელისა და ახმეტის N4 საბავშვო ბაღების კვების ბლოკში დარღვევები გამოავლინა. კერძოდ, სააგენტოს დასკვნით, აღნიშნული სააღმზრდელო დაწესებულებების სამზარეულოებში არსებული მდგომარეობა არ შეესაბამებოდა სტანდარტებს.

საბავშვო ბაღების დროებით დახურვის ფაქტი პირველ არხს ახმეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმადაუდასტურა.

,,აწყურში ბაღი ნაქირავებ კერძო სახლშია განთავსებული და წელს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება, ხოლო აწყურში საბავშვო ბაღის შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და ის უკვე რეაბილიტაციასაც აღარ ექვემდებარება,” – განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოთხივე ბაღი 1200 ლარით დააჯარიმა. აქედან აწყურის და ხორხელის საბავშვო ბაღებს სტანდარტების შესაბამისი გარემოს მოწყობისთვის ვადა მაისამდე განესაზღვრა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები