დუშეთს ლიეტუვას რესპუბლიკის დელეგაცია ესტუმრა
დუშეთში ლიეტუვას დელეგაცია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროში დანერგილი პრაქტიკები და კულტურისა და ტურიზმის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული პროექტები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის სტუმრებმა დუშეთის განახლებული ბულვარი და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, ბაზალეთის ტბა და ანანურის სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს. შეხვედრის დასასრულს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა სტუმრებს ლიეტუვას რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 101 წლისთავი მიულოცა და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.