საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარ სამმართველოს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი იაგო ბოლოთაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
1982 წელს დაბადებულმა იაგო ბოლოთაშვილმა უმაღლესი განათლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მიიღო. იგი სამართალმცოდნეა.
მან შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობა 2006 წელს, გამომძიებლის პოზიციიდან დაიწყო.
2006-2010 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების კრიმინალური პოლიციის ჯგუფის გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი და ამავე სამმართველოს ისანი-სამგორის პოლიციის მე-2 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი.
2010-2011 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის – დეტექტივების განყოფილების უფროსის თანამდებობა ეკავა.
2011-2013 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავრი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი და რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის 1-ელი განყოფილების უფროსი.
2013-2014 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ასევე, იყო ამავე სამმართველოს უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებელი, შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებელი.
2014-2015 წლებში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს მეორე სამსახურში უფროსი ინსპექტორისა და განყოფილების უფროსის მოადგილის პოზიციები ეკავა.
2015 წელს იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსი.
2015-2016 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა, 2016 წელს კი შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.
2016-2017 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის პოლიციის განყოფილების უფროსად (დეტექტივ-გამომძიებელი), შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ – დეტექტივების განყოფილების უფროსად.
2017 წლიდან ამ დრომდე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.
ცნობისთვის, იაგო ბოლოთაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე შოთა ხაჟომია შეცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები