2018 წელს აჭარამ საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა
2018 წელს, აჭარაში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ რეკორდული რაოდენობის ვიზიტი განხორციელდა
საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს რეგიონში აღნიშნულმა ვიზიტებმა 2 104 600 მილიონი შეადგინა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2018 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 8.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.8 პროცენტით მეტია. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 44.5 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.