თიანეთში ელექტროსადგურს ხანძარი გაუჩნდა
თიანეთის ელექტროსადგურში 16-ტონიან საწვავის ავზს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა თიანეთის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია, ხანძრის გამო, ამ დრომდე, არ მიეწოდებოდა.
“ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად, ტრანსფორმატორების შეკეთების შემდეგ, დღის განმავლობაში აღდგება”, – განუცხადეს “რეგიონულ კვირას” “ენერგო პრო ჯორჯია”-ში.
მცხეთა-მთიანეთის საგანგებო სიტუაციების სამაშველო სამსახურის უფროსის განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, დენის მოკლე ჩართვა გახდა. აღნიშნულზე გამოძიება უკვე დაწყებულია.