ახალქალაქში 30 წლის ქალის მოტაცებისთვის, 4 პირს პატიმრობა შეეფარდა

ფოტო არ შეესაბამება სინამდვილეს

ახალქალაქში ცოლად მოყვანის მიზნით, ქუჩიდან 30 წლის ქალი მოიტაცეს.
როგორც „რეგიონულ კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე, დაკავებულია 4 პირი.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უკვე იმსჯელა და ყველა მათგანს პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები