ზესტაფონის მერმა თანამდებობა დატოვა
ზესტაფონის მერმა, კახაბერ მახათაძემ, თანამდებობა დატოვა. ის პოსტიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა.
როგორც ცნობილი ხდება, მასთან ერთან, თანამდებობას ტოვებს მერიის რამდენიმე თანამშრომელიც. მერის მოვალეობას მახათაძის მოადგილე, ნუგზარ ფერაძე შეასრულებს.