ქუთაისის ისტორიული ნაწილი შესაძლოა, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდეს
ქუთაისის ისტორიული ნაწილი შესაძლოა, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადოს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, ამ მიმართულებით ქართულ-პოლონური ერთობლივი ექსპედიცია მუშაობს.
ნიკა ანთიძის თქმით, ძეგლად გამოცხადდება უქიმერიონი და მიმდებარე ისტორიული ნაწილი. პოლონელ კოლეგებთან ერთად ამ მხრივ უკვე მიმდინარეობს მუშაობა.
ანთიძემ პროექტის მინიწარდგენა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის გამართა, რომელიც ქუთაისში იმყოფებოდა.