საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოს დავით ჟოჟუაშვილი უხელმძღვანელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოს პოლიციის მაიორი, დავით ჟოჟუაშვილი უხელმძღვანელებს.
დავით ჟოჟუაშვილმა 2005 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობა პატრულ-ინსპექტორის პოზიციიდან დაიწყო. ჟოჟუაშვილს უმაღლესი განათლება საქართველოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2005 წლიდან შსს-ს სხვადასხვა სტრუქტურაში მუშაობდა.